ბოლნისის თეატრში სპექტაკლის „საქართველო“ პრემიერა შედგა
ბოლნისის თეატრმა და ბოლნისი კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა მაყურებელს ერთობლივი სპექტაკლი „საქართველო“ შესთავაზა. პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
სპექტაკლი რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა. მასვე ეკუთვნის ასევე ინსცენირება და სცენოგრაფიაც.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „საქართველო“ ბოლნისის თეატრისა და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის პირველი კოლაბორაციაა. ბოლნისელ მაყურებელს სპექტაკლის ხილვა 12, 16 და 17 მაისსაც შეეძლება.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივები ხშირად გვანებივრებენ პრემიერებით, დღევანდელი დღე კი განსაკუთრებით აღსანიშნია, რადგან ბოლნისის თეატრისა და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის კოლაბორაცია ვიხილეთ. სპექტაკლი, მისი აქტუალური თემატიკიდან გამომდინარე, თითოეული მაყურებლისთვის ემოციური აღმოჩნდა. ჩვენს მსახიობებს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის და რეჟისორს, ბატონ ნიკოლოზ საბაშვილს, ბრწყინვალე დადგმისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ბოლნისის თეატრსა და ბოლნისის კულტურის სახლის თოჯინების თეატრს კი ვულოცავ წარმატებულ პრემიერას“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.