ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გიორგი სვანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
6 მაისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მწერლის, გიორგი სვანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის „სიხარულის კენჭები“-ს პრეზენტაცია და პოეზიის საღამო გაიმართა, რომლის ორგანიზატორი გიორგის დედა – ქალბატონი მარინა ჯაფარიძე გახლდათ
გიორგი სვანიძე – 30 წლის, სიკეთით და სიდარბაისლით აღსავსე, მსახიობობის, სიმღერის, ლექსის წერის, თარგმნის და სხვა მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა იყო, რომელიც 2021 წლის 27 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა.
პრეზენტაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი – ზვიად მხეიძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოეზიის საღამოზე ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიაზე და წაიკითხეს ეპიზოდები მისი შემოქმედებიდან.
ქალბატონმა მარინამ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და გიორგის შემოქმედების გაზიარებისთვის.
ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.