ასპინძის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც ჩავარდა.

ადგილობრივების თქმით, მათ მდინარის ნაპირზე, თმოგვსა და ვანისქვაბების დამაკავშირებელ გზაზე დაკარგული კაცის ჩანთა იპოვეს.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები