ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია.
მთავრობის მეთაურს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ უმასპინძლა.
პრემიერმა საელჩოს მოწყობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს აქვთ მოტივაცია წარმატებული საქმიანობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა საელჩოს თანამშრომლებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.