ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა

ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით გააგრძელებს საქმიანობას. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფოთის მუნიციპალური ინსპექცია 2022 წელს ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.

“სამსახური ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის, კომპეტენციის ფარგლებში სანიტარული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი გააგრძელებს აქტიურ ზრუნ​ვას​ ​ქალაქში​ ​იერსახის, ​წესრიგის​ა და სისუფთავის დასაცავად”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები