როგორ გამოიყურება Sathorn Tower – ყველაზე დიდი მიტოვებული ცათამბჯენი მსოფლიოში

ბანგკოკის სათორნის რაიონში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიტოვებული შენობა – Sathorn Unique Tower-ი 49 სართულამდე და 185 მეტრამდე იზრდება. 1990-იანი წლების დასაწყისში ტაილანდმა განიცადა უდიდესი ეკონომიკური ექსპანსია თავის ისტორიაში. ამ პერიოდში ბანგკოკმა დაიწყო თავისი სტაბილურობის დემონსტრირება მაღალსართულიანი შენობების აშენებით.

შემდეგ მოვიდა აზიის ფინანსური კრიზისი 1997 წელს და ტაილანდის ეკონომიკური წარმატება დასრულდა: ფული სიტყვასიტყვით ერთ ღამეში გაუფასურდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ მიატოვეს ასეთი გრანდიოზული შენობა კრიზისის გამო, მაგრამ სათორნის კოშკის მშენებლობისა და დავიწყების ისტორია ცოტა უფრო რთულია.

49-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი თავდაპირველად 600 ბინისთვის იყო გათვლილი. ახლა თანდათან დანგრეული შენობა მარტო დგას და ჩუმად უყურებს მდინარე ჩაო ფრაიას. მიუხედავად იმისა, რომ მასში შესვლა აკრძალული და სახიფათოა, ცათამბჯენი ბოლო 20 წელია, ინდუსტრიული ტურიზმისა და ბეისჯამინგის საყვარელი ადგილია.

თავდაპირველად, შენობაში იგეგმებოდა ძვირად ღირებული საცხოვრებელი ბინების, ტაილანდური და უცხოური საწარმოების ოფისების განთავსება. გარდა ამისა,  კომპლექსის ზედა სართულებზე რამდენიმე კაზინოსა და ძვირად ღირებული რესტორნის განთავსება იგეგმებოდა. ყველაზე საინტერესო პროექტი იყო საცურაო აუზი, რომელიც ცათამბჯენის 49-ე სართულზე უნდა აშენებულიყო. აუზიდან ტაილანდის დედაქალაქის ქუჩების ულამაზესი პანორამა შეიძლება, გაიხსნას. სამწუხაროა, მაგრამ შენობის რეკონსტრუქციას ჯერჯერობით არავინ ცდილობს.

შენობა დააპროექტა ცნობილმა არქიტექტორმა და უძრავი ქონების დეველოპერმა, რანგსან ტორსუვანმა, რომელმაც ასევე დააპროექტა State Tower შენობა. პროექტი 1990 წელს დაიწყო, რომელიც ეკუთვნის Sathorn Unique Co. შ.პ.ს. და ძირითადად ფინანსდებოდა Thai Mex Finance and Securities Company-ის მიერ. მშენებლობა დაიწყო იმავე წელს, როდესაც Si Phraya Co მთავარი კონტრაქტორი გახდა.
1993 წელს, თხუთმეტწლიანი დავის შემდეგ, რანგსანი დააპატიმრეს უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტ პრამან ჩანსუეს მკვლელობის შეთქმულების ბრალდებით (მკვლელობა არ მომხდარა). რანგსანი დამნაშავედ ცნეს 2008 წელს, მაგრამ 2010 წელს სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. თუმცა, ამ შემთხვევამ მკვეთრად შეარყია რანგსანის შესაძლებლობა, ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მისი პროექტებისთვის და  თაუერის მშენებლობა გადაიდო უსახსრობის გამო.

როდესაც 1997 წელს აზიას ფინანსურმა კრიზისმა დაარტყა, ბანგკოკის უძრავი ქონების ბაზარი დაინგრა და კომპანიები, რომლებიც აფინანსებდნენ პროექტს, გაკოტრდნენ და შემდგომ ლიკვიდირდნენ. ქალაქის მასშტაბით 300-ზე მეტი სამშენებლო პროექტები შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები