საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე ტარდება.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – განუცხადეს „კვირას“ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ. ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, რას უკავშირდება, სამართალდამცველების მობილიზება ბიზნესცენტრის შენობაში, თუმცა, საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს.