„მაკრონ, გადადექი!“ – საფრანგეთის პრეზიდენტს ელზასის რეგიონში შეძახილებით შეხვდნენ

აღმოსავლეთ ელზასის რეგიონში საპროტესტო აქციის მონაწილეები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეძახილებით შეხვდნენ და გადადგომისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქარხნის ტერიტორიის გარეთ, რომელსაც ის ელზასის რეგიონში სტუმრობდა, აქტივისტები სხვადასხვა ბანერებით დახვდნენ.

მოგვიანებით მაკრონი ახლომდებარე სოფელში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობა შემდეგი შეძახილებით შეხვდა – „მაკრონ, გადადექი!“, „ჩვენ არ გვინდა ეს საპენსიო რეფორმა“.

ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც მან საპენსიო ასაკის ზრდის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში რამდენიმე თვეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები