სოფელ ატენში კაცმა ძმა დაჭრა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში კაცმა ძმა დაჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები