მძღოლი, რომელმაც ვარკეთილში მოზარდი იმსხვერპლა, პოლიციამ დააკავა

მძღოლი, რომელიც ვარკეთილში 15 წლის მოზარდს ავტომობილით დაეჯახა, პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ავტომობილი მოზარდ გოგონას დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის შედეგად გოგონა ადგილზე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები