ვარკეთილში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

თბილისში, ვარკეთილში მომხდარ ავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა კალოუბნის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს, შემდეგ კი იქვე მდგარ არასრულწლოვანს დაეჯახა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები