ლეღვის ნახარშით დამწვარი მორიგი პაციენტი – 33 წლის ქალმა სხეულის 15 % დაიწვა

    ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა წელს აგვისტოში დაფიქსირდა. 33 წლის გოგონამ ლეღვის ნახარშით გარუჯვა სცადა და ორივე კიდური დაეწვა, – ამის შესახებ „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის მიმღებში განუცხადეს. როგორც მორიგე – ექიმმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, პაციენტი, რომელიც გარუჯვას ლეღვის ნახარშით შეეცადა, თბილისიდან არის. მას სხეულის ორივე კიდურზე 15 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ორ მათგანს სხეულის დამწვრობა, მდუღარე ყავის გადასხმის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო 12 წლის ბიჭმა დამწვრობა ცეცხლის აალების შედეგად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები