20 აპრილს, „მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენს
„მინისტრის საათის” ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმენს პარლამენტი 20 აპრილს. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება პლენარული სხდომების დღეებს, არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება პლენარული სხდომები. ამ განრიგით ვიმუშავებთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.