“ყველა ანგარებიანია, ვინც გამოდის და საქართველოზე აბსოლუტურ სისულელეს ლაპარაკობს” – გოგა ხაინდრავა

“ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ აღებული და ღმერთმა იცის, რას ლაპარაკობენ”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ევროპელ ბიუროკრატებზე საუბრისას განუცხადა.

„სხვა იქ ვინ მივა, თავმოყვარე ადამიანი იქ არ დაჯდება ამის მოსასმენად და, მით უმეტეს, ამას არ იტყვის, თუ ანგარება არ აქვს. ყველა ანგარებიანია, ვინც გამოდის და საქართველოზე აბსოლუტურ სისულელეს ლაპარაკობს. ეს უკვე სიცრუეს სცდება – თან იცის, რომ სიცრუეა და მაინც აკეთებს.

უკრაინაში მიწასთან გასწორებული ქვეყნის, ამდენი მოკლული ადამიანის, დანგრეული შენობების და დახოცილი ბავშვების ფონზე ლგბტ მარშებს მართავენ, ეს „ფონ დერ ლაიენები“. აბსოლუტურად ნათელია, რომ ამას მომავალი არ აქვს“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები