ახმეტაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭმა 71 წლის მეზობელ ქალს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ადგილობრივების თქმით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
დაშავებული ქალი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„კვირა“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.