ანნა გიოლდის ცხოვრება და სიკვდილი – უკანასკნელი ჯადოქარი შვეიცარიიდან

ფოტო პირობითია
ჯადოქრებზე ნადირობამ ბევრის სიცოცხლე შეიწირა – ახალგაზრდების და მოხუცების – XIV და XVIII საუკუნეებში. მასობრივმა ისტერიამ ჯადოქრობასთან დაკავშირებით მთელი ევროპა, დიდი ბრიტანეთი და აშშ მოიცვა. ხალხი ერთმანეთს აბეზღებდა: მეზობლებს, ნათესავებს და საკუთარ მეუღლეებსაც კი. XVIII საუკუნეში ჯადოქრებზე ნადირობა შემცირდა. უკანასკნელ ქალს, რომელიც ევროპაში ჯადოქრობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს, ანნა გიოლდი ერქვა, ხოლო დღეს მას მთელი მუზეუმი ეძღვნება.
ანნა 1734 წელს დაიბადა ზენდალდში, შვეიცარიაში. მისი ადრეული ცხოვრების შესახებ ისტორიკოსებმა ძალიან ცოტა რამ იციან, ესეც გასაგებია – რატომ – არავინ ინტერესდებოდა უბრალო გოგონას ბიოგრაფიით ღარიბი ოჯახიდან. ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში ანნა სოფელში მოახლედ მუშაობდა.
დაქორწინებული არ იყო, როდესაც დაორსულდა დროებით ჩამოსული ჯარისკაცისგან, მაგრამ შვილი დაბადებისთანავე დაეღუპა. იმ დროისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ – ჩვილების სიკვდილიანობა მაღალი იყო. თანაც, ორსულობის დროს ანნა ვერ იღებდა კარგ კვებას, ჰიგიენას და დასვენებას. მაგრამ ხელისუფლება გიოლდის აბრალებდა, რომ მან თავად მოკლა თავისი შვილი. თუმცა, ესეც არ არის საღ აზრს მოკლებული, ვინაიდან უქმრო ქალები ხშირად იშორებდნენ შვილებს – ისინი ყინვაში გაჰყავდათ. ანნას სასჯელის სირცხვილის ბოძთან მიუსაჯეს – 6-წლიანი შინა პატიმრობა. ცხადია, ეს გიოლდისთვის სიკვდილს ნიშნავდა – სახლიდან ვერ გავიდოდა, რომ ემუშავა და  საკვები არ ექნებოდა, შიმშილისგან მოკვდებოდა.
ანნა გრალუსში გაიქცა. იქ მან ცვიკების ოჯახში დაიწყო მუშაობდა. სახლის პატრონისგან ვაჟი გააჩინა, მაგრამ ცხადია, გათხოვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. 46 წლის ასაკში ის მაგისტრატის და ექიმის ოჯახში ხვდება, ძალიან პატივსაცემი დაქორწინებული ადამიანის ოჯახში, იაკობ ჩუდთან.
როგორც ჩანს, ანნა ძალიან მიმზიდველი ქალი იყო. ზოგიერთი ცნობით, იაკობი და ანნა საყვარლები გახდნენ. როგორც ჩანს, მათ შორის უთანხმოება მოხდა. მოულოდნელად, იაკობმა თავის მოახლეს ბრალი დასდო, თითქოს, ის რძესა და პურში ნემსებს უგდებდა. იაკობი ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი რკინის ნივთებით აღებინებდა. მაშინ ყველაფერი მხოლოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლებით შემოიფარგლა.
როგორც ჩანს, გაბრაზებული ანნა დაემუქრა თავის ყოფილ „პატრონს“ მათი ურთიერთობის გამჟღავნების შესახებ, რაც ძალიან დიდი რეპუტაციული ლაქა იქნებოდა. შეშინებულმა მამაკაცმა  განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ანნა მათთან აღარ მუშაობდა, მაინც რკინის ნივთებს აღებინებდა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა – ჯადოქრობას. მის დასაჭერად ჯილდო გამოცხადდა. ანნა გიოლდი თავის სახლში შეიპყრეს. ის სარდაფში იმალებოდა, სადაც ნათესავებმა შეიფარეს. ქალი დააკავეს და ქალაქ გლარუსში წაიყვანეს, სადაც ბრალი წარუდგინეს.
ისტორიული საბუთებიდან ჩანს, როგორ ეპყრობოდნენ ანნას, მას აწამებდნენ.
ქალაქ მოლისში მდებარეობს მუზეუმი, რომელიც ანნა გიოლდს ეძღვნება. იქ მოთავსებულია საწამებელი აპარატის ანალოგი, რომელზეც ის აწამეს.
მან ტკივილს ვერ გაუძლო და აღიარა, რომ ეშმაკთან იყო შეკრული, რომელიც მას შავი ძაღლის სახით ევლინებოდა. ამით ანნამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
1782 წლის 13 ივნისს, 48 წლის ასაკში ანნა გიოლდი სიკვდილით დასაჯეს. ოფიციალური განცხადება და სასამართლო პროტოკოლი, სადაც საუბარი იყო ჯადოქრობაზე, სასამართლოს შემდეგ მაშინვე გაანადგურეს.

მოგვიანებით, შვეიცარიის პარლამენტმა ანნა გიოლდის საქმე სასამართლოს შეცდომად მიიჩნია. ეს 226 წლის შემდეგ, 2008 წელს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები