გოგი მეშველიანმა მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო.

საზეიმო წირვა ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში,მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

‘’გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! აღდგომა არის სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების და ბოროტების სიკეთით დამარცხების სიმბოლო. ყველას ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. ვუსურვებ ბევრ სიხარულს, ჯანმრთელობას, გამარჯვებას, სიკეთეს და სულიერ გაძლიერებას.’’- განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები