NDI: ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელმა მოიმატა
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელმა აპრილთან შედარებით მოიმატა.
გამოკითხულთა 16% ჭიკაიძის საქმიანობას ძალიან კარგად და კარგად აფასებს. იგივე მოსაზრება კი აპრილის თვეში 14%–ს ჰქონდა. მიმდინარე წლის აგვისტოში, გამოკითხული მოსახლეობის 43% ჭიკაიძის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 9% ცუდად.