ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 13 წლის მოზარდისთვის ეს მაქსიმალური სასჯელია, რომელიც მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.
განაჩენს კატეგორიულად არ ეთანხმება დაკავებულის დედა და ფიქრობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.