გორის მერიის ინიციატივით, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათები გადაეცემა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უსახლკარო და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათები გადაეცემათ.
სასურსათო პაკეტებს 300 – მდე ოჯახი მიიღებს.
„ღონისძიება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით დაიგეგმა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას და აქტიურად ჩაერთო ამ კეთილი საქმის განხორციელებაში”, – თქვა გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა.