NDI – გამოკითხვის მიხედვით, მოწონების რეიტინგში ილია მეორე 91%-ით ლიდერობს

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევი შედეგებით გამოკითხულ რესპოდენტთა მხრიდან მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ (91%) მიიღო. რაც შეეხებათ პოლიტიკოსებს: რეიტინგში პირველი ადგილი ირაკლი ალასანიას უჭირავს 60%-ით, ირაკლი ღარიბაშვილი – 54%-ით და დავით უსუფაშვილი – 51%-ით. მოწონების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით – ბიძინა ივანიშვილი, ასევე 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით – თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები