საქართველოს რეგიონების რამდენიმე ქუჩას და სკვერს ახალი სახელწოდება მიენიჭა
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიამ, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობს, მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე განიხილეს საქართველოს თვითმმართველი ერთეულების მიერ წარმოდგენილი წინადადებები მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ქუჩების და სკვერების სახელწოდებათა შეცვლისა და დადგენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში მდებარე 50-მდე ქუჩას და რამდენიმე სკვერს ახალი სახელწოდება მიენიჭა. მაგალითად, ახალქალაქში მდებარე ფელიქს დერჟინსკის ქუჩას 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული უფროსი სერჟანტის თამაზ მიქელაძის სახელი დაერქვა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახში მდებარე სკვერს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირების სახელობის სკვერი ეწოდა. ხოლო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარე ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული, ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი გმირის ლევან ცისკარიშვილის სახელი მიენიჭა. თვითმმართველ ერთეულების მიერ წარმოდგენილი სხვა წინადადებების ერთი ნაწილს, სახელმწიფო კომისიის მხრიდან დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ხოლო რამდენიმე ქუჩის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, უახლოეს სხდომამდე გადაიდო. თვითმმართველ ერთეულების მიერ წარმოდგენილი სხვა წინადადებების ერთი ნაწილს, სახელმწიფო კომისიის მხრიდან დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ხოლო რამდენიმე ქუჩის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, უახლოეს სხდომამდე გადაიდო.