გორში პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

გორი-ბერბუკის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და პოლიციის პიკაპი შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები