მამაკაცი, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთმა პირმა მცირე დაზიანება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას მოტოციკლის სამართავად ცდილობდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები