NDI დღეს პოლიტიკური კვლევის შედეგებს წარმოადგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს მედიას პოლიტიკურ რეიტინგებს წარუდგენს პრეზენტაცია “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,338 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) დაფინანსებით CRRC საქართველო ატარებს.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილის პრეზენტაცია 25 აგვისტოს გამართა.