ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ავტომანქანის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.