ძალადობა 88 წლის მოხუცზე – იტალიაში 36 წლის ქართველ ქალს ასამართლებენ

იტალიაში, გოია ტაუროს დასახლებაში 36 წლის ქართველი ქალი დააკავეს. მას ბრალად ედება მოხუცზე ძალადობა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაცდელში მიტოვება. საქართველოს მოქალაქე 88 წლის წლის, ლოგინად მყოფ ქალს უვლიდა, სწორედ მასზე ძალადობას ედავება გამოძიება.

როგორც ცნობილია, 88 წლის ქალის ახლობლებმა შენიშნეს, რომ მოხუცის მდგომარეობაში ყოველდღიურად უარესდებოდა, რის გამოც მომვლელის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანეს. საქმეში ადგილობრივი პოლიცია ჩაერთო. სამართალდამცველებმა სახლში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა დაამონტაჟეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველი მომვლელი მოხუცზე ფიზიკურად ძალადობდა, ღამის საათებში მას მარტო ტოვებდა და შინ მხოლოდ, გამთენიისას ბრუნდებოდა.

კარაბინერებმა საქართველოს მოქალაქე სხვა მისამართზე დააკავეს, სადაც ის ასევე ოჯახის დამხმარედ მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები