ოკეანეში დაკარგულები – ტომ და ეილინ ლონერგანების ტრაგიკული ისტორია

ტრაგიკული შემთხვევა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს, მათ შორის, დასვენების დროსაც. ტომ და ეილინ ლონერგანები, ავსტრალიის ქალაქ პორტ-დუგლასიდან, ძალიან გამოცდილი მყვინთავები იყვნენ. ისინი ალბათ ვერც იფიქრებდნენ, რომ რიგითი ჩაშვება, რომელიც ტურისტული კომპანიის მიერ იქნებოდა ორგანიზებული, მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდათ. ამ წყვილის ისტორიაში დღემდე ბევრი ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიის მერე საუკუნის მეოთხედი გავიდა.
თითოეულ მათგანს 150-ზე მეტი ჩაშვება ჰქონია და კიდევ კარგი გამოცდილება სხვადასხვა რთულ ვითარებაში. საინტერესო შვებულების გასატარებლად წყვილი ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა. იქ დილით ადრე, 1998 წლის 25 იანვარს 26 სხვა მყვინთავთან ერთად ზღვაში გავიდნენ კატერით, სახელად „აუტერ ეჯი“, რათა რიფების სილამაზით დამტკბარიყვნენ.
დღემ შეუმჩნევლად ჩაიარა და საღამოს კატერი პორტში დაბრუნდა. კოშმარი ორი დღის შემდეგ დაიწყო, როდესაც კატერის დალაგებისას ლონერგანების ჩანთა იპოვეს. ჩანთის შესახებ პოლიციას აცნობეს, ხოლო მათ მიაკითხეს სასტუმროს, სადაც წყვილი იყო გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ ავსტრიელი ტურისტები ორი დღე არავის ენახა.
ინსტრუქტორებმა აღიარეს, რომ ნაპირზე გაცურვამდე მათ მყვინთავები დაუკვირვებლად გადათვალეს, აღმოჩნდა, რომ ისინი შეცდნენ. პოლიციამ სხვა ადამიანებიც გამოკითხა, რომლებიც იმ დღეს ზღვაში იყვნენ გასულები აღნიშნული კატერით. ისინი ვერ იხსენებდნენ, იყო თუ არა ცოლ-ქმარი ბორტზე უკანა გზაზე. მხოლოდ ერთმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ჩაყვინთვის დროს ფსკერზე დაინახა ჰიდროკოსტუმის ქამარი, მაგრამ ვისი იყო, ამის დადგენა ვერ მოხერხდა.
იმის შანსი, რომ ცოცხლებს იპოვიდნენ, თითქმის არ არსებობდა, ვინაიდან მათი გაუჩინარებიდან უკვე ორი დღე-ღამე იყო გასული. ამდენი ხნის განმავლობაში წყლის ზედაპირზე თავის შეკავება თითქმის შეუძლებელია. გადარჩენის შანსებს კიდევ უფრო ამცირებდა მცხუნვარე მზე და ზვიგენების დიდი რაოდენობა.
მიუხედავად იმისა, რომ სამძებრო ოპერაციამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, დაკარგულთა პოვნა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი კუნძულის ნაპირზე იპოვეს ჰიდროკოსტუმის ნაწილები, რომელიც სავარაუდოდ ლონერგანებს ეკუთვნოდა. მათზე არ იყო ზვიგენის კბილების კვალი, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება, როდესაც მყვინთავი ზვიგენის მსხვერპლი ხდება. ეს დიდ იმედს ტოვებდა, რომ ცოლ-ქმარი ცოცხლები იყვნენ და სადღაც ნაპირზე გამოსვლა მოახერხეს. თუმცა, შემდგომმა ძებნამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და 1998 წლის 14 თებერვალს სამძებრო ოპერაცია შეწყდა.
ნახევარი წლის შემდეგ ერთ-ერთ სანაპიროზე კიდევ რაღაც იპოვეს. დინებამ ნაპირზე ჩანაწერების ბარათი გამორიყა, რომელსაც დაივერები წყლის ქვეშ საურთიერთოდ იყენებენ. მასზე ეწერა: „ორშაბათი, 26 იანვარი, 1998  8:00. ყველას, ვისაც შეუძლია, დაგვეხმაროს: ჩვენ ეიჯენტკურტის რიფებზე დაგვტოვა კატერმა „აუტერ ეჟმა“. 25 იანვარი, 98 წელი, 15:00. გთხოვთ, გადაგვარჩინეთ, გამოგვიგზავნეთ დახმარება, სანამ დავიხოცებით. გვიშველეთ!“
როგორც ყოველთვის, როდესაც საქმე ადამიანების გაუჩინარებას ეხება, ბევრი თეორია ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ლონერგანებმა თავისი სიკვდილის ინსცენირება მოახდინეს. ტომის ნივთებში იპოვეს ჩანაწერები, რომლებიც ამბობს, რომ მათ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, ამიტომ, ასე მოქცევის მოტივი წყვილს ჰქონდა. ამ ვარაუდის მომხრეები საფუძვლად იყენებენ მყვინთავების ეკიპირების ნაწილებს, რომლებიც სრულიად უვნებელია.
როგორი უცნაურიც  უნდა იყოს, ტომისა და ეილინის სიკვდილისთვის სერიოზულად არავინ დაუსჯიათ. კატერის ზედამხედველი, ჯეფრი ნერნი სასამართლოს წინაშე წარდგა გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის, მაგრამ ის გაამართლეს. მისი პროფესიული რეპუტაცია შეილახა და მან ვეღარ შეძლო თავისი სპეციალობით მუშაობა. ეკიპაჟის სხვა წევრებს კი მხოლოდ ჯარიმა ხვდათ წილად. ამ შემთხვევამ მყვინთავების უსაფრთხოების წესების შეცვლა გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ახლა გემებზე მყვინთავების გადათვლა სპეციალურად გვარების მიხედვით ხდება. ამ შემთხვევის მოტივების მიხედვით, 2003 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი „ღია ზღვა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები