სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაზე 25 მლნ დოლარი დაიხარჯება

ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაზე მომდევნო ორ წელიწადში 25 მილიონი დოლარი დაიხარჯება. მთავრობამ უკვე დაამტკიცა შესაბამისი პროექტი, რომლის თანახმადაც, იტალიური და ავსტრიული კომპანიები გუდაურისა და ბაკურიანის გათოვლიანებაზე იზრუნებენ. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორივე კურორტზე წელსვე დამონტაჟდება შესაბამისი ტექნიკა, რომელიც სათხილამურო ტრასებზე თოვლის საფარს უზრუნველყოფს. მისვე თქმით, როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში იგეგმება ხელოვნური ტბების მოწყობაც, რომლებიც კურორტებს არამხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც უფრო მიმზიდველს გახდის.
“ “დღეს ძალიან კარგ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ტრასების გათოვლიანების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების საკითხი და დამტკიცდა, რომ 2 წლის განმავლობაში, ჯამში, 25 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. პირველი ეტაპი 9 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ითვალისწინებს, რომელიც წელსვე განხორციელდება – წლევანდელი სათხილამურო სეზონისთვისვე წამყვანი იტალიური და ავსტრიული კომპანიები სათხილამურო ტრასების ნაწილის გათოვლიანების აპარატურას დაამონტაჟებენ. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მომავალი წლისთვის იგეგმება 2 ხელოვნური ტბის მშენებლობა, რომელიც, როგორც გათოვლიანებისთვის ინფრასტრუქტურის დასრულების მაჩვენებლი, ისე ზაფხულის პერიოდში დამსვენებლებისთვის სასიამოვნო ატრაქცია იქნება”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები