სტამბოლის ცენტრში ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DHA ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შენობამ ნგრევა დილის საათებში დაიწყო და მთლიანად ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩამოიშალა.
აღინიშნება, რომ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ნგრევის საფრთხის გამო, დილიდან იყო შეჩერებული ტრამვაის მოძრაობა, ნაწილობრივ გადაკეტილი იყო შენობის მიმდებარე ქუჩა.
სტამბოლის მერიის კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების უფროსმა, ოქტაი ოზელმა განაცხადა, რომ 2015 წელს შენობის რესტავრაციის დაწყების ნებართვა გაიცა, მაგრამ მფლობელს ის არ დაუწყია.
ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.