კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები