ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინასთან ნატოს 31-ე წევრის, ფინეთის დროშა აღმართეს.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, „დღეიდან 31 დროშა ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ აფრიალდება“.
მისი თქმით, ფინეთი, როგორც ნატოს წევრი, ალიანსს შეუერთდება “მნიშვნელოვანი და უკიდურესად ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალებით”.