ლაშა დარსალია: მთელს ევროპაში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
“მთელს ევროპაში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„უსაფრთხოების გარემო ისე, როგორც მთელს ევროპაში, ასევე საქართველოსთვისაც არის მნიშვნელოვნად გაუარესებული. ამ ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მთავარი საკითხების განხილვა – ეს არის ექვსპუნქტიან შეთანხმებაში ექვსივე პუნქტის შესრულება, განსაკუთრებით უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების უზრუნველყოფა, რომელიც წინაპირობა უნდა იყოს ჯარების გაყვანის და დევნილთა დაბრუნება. თუ საუბარია რაიმე ტიპის ვითარების გაუმჯობესებაზე, ეს მხოლოდ შეიძლება ეხებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს და დეოკუპაციის პროცესს. სხვა ნებისმიერ პროცესს ვერ დაერქმევა ვითარების გაუმჯობესება საქართველოსა და რუსეთს შორის“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.