მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველო-სომხეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა რეგიონის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მხრივ სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, მნიშვნელოვანია სომხეთთან ყველა დონეზე ურთიერთობების გაძლიერება და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით თანამშრომლობა.

„დელეგაციის წევრებმა საქართველოს მიმართ მადლიერება გამოთქვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ვისაუბრეთ სამომავლოდ თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შესაძლებლობებზე. ასევე, სომხეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეზე, ერევნის უნივერსიტეტში გახსნილი ქართველოლოგიის ცენტრის განვითარების მნიშვნელობაზე, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელების პერსპექტივებზე და საზღვრისპირა სოფლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, კომიტეტის წევრები – ვლადიმერ კახაძე, ლიკა შარტავა და ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები