თენგიზ შარმანაშვილი – ლევან ხაბეიშვილზე: სანამ რევოლუციონერობანას თამაშს დაუწყებდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამას შედეგი მოჰყვებოდა

„სანამ რევოლუციონერობანას თამაშს დაუწყებდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამას შედეგი მოჰყვებოდა,“ – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ორი თვე საკანში რომ იჯდა, ეტყობა, რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა.

„სანამ რევოლუციონერობანას თამაშს დაუწყებდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამას შედეგი მოჰყვებოდა, როცა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე დაიწყებდა ლაპარაკს, მოჰყვებოდა არა მისი პოპულარობა, არამედ შედეგი. ახლა ორი თვე საკანში რომ იჯდა, ეტყობა, რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა, ცოტა გვერდზე გაიწია, „არც ისეთი რევოლუციონერი ვარ, თქვენ რომ გგონიათო“. მაგრამ ეს არასერიოზული ქმედებაა, ის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა, რაზეც პასუხს აგებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები