28 ოქტომბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა

დღეს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ რობაქიძემ ქართულ მწერლობას საუკეთესო ნაწარმოებები შემატა.
„მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი და სიყვარული არასდროს ნელდება, რადგან იმ ღერძზე დგას, რომელიც ნამდვილი მწერლობის საძირკველია – ესაა ადამიანი და ეროვნული იდენტობა.
გრიგოლ რობაქიძე, წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრებისა და საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, არასდროს ივიწყებდა საკუთარ ფესვებს. ის ქართული საგანძურის განუყოფელი ნაწილია“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები