დე ფაქტო გენერალური მდივანი 45 წლის განმავლობაში – როდის შეიქმნა და ვის ერგო ახალი თანამდებობა
1922 წლის 3 აპრილს საბჭოთა რუსეთში ჩამოყალიბდა ისეთი თანამდებობა, როგორიცაა გენერალური მდივანი. თავდაპირველად გენერალურ მდივანს მხოლოდ აპარატის ფუნქციები უნდა დაკისრებოდა, მაგრამ თითქმის თავიდანვე ეს თანამდებობა უზენაესად ითვლებოდა საბჭოთა კომპარტიის იერარქიაში. აღსანიშნავია, რომ გენერალური მდივნის თანამდებობის მქონე პირის უფლება-მოვალეობების შესახებ ცვლილება პარტიულ წესებში მხოლოდ 1966 წელს შევიდა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ თითქმის 45 წლის მანძილზე სსრკ-ს დე ფაქტო გენერალური მდივანი ჰყავდა.
ითვლება, რომ 1922 წლის 3 აპრილს გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა იოსებ სტალინმა, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით „არაჩვეულებრივმა ქართველმა“ ეს თანამდებობა მხოლოდ 1924 წელს დაიკავა, ხოლო მანამდე არაოფიციალურად გენერალურ მდივნად ითვლებოდა ნიკიტა კრესტინსკი, რომელიც 1938 წელს დახვრიტეს.
როგორც არ უნდა ყოფილიყო სტალინის გენერალურ მდივნად დანიშვნამ საბჭოთა კავშირის ისტორია შეცვალა. ლენინი იმ პერიოდში უკვე მძიმედ ავადმყოფობდა და ახლად გამომცხვარი გენერალური მდივანი ყველანაირად ცდილობდა თავის პოსტზე გამაგრებას. პარტიაში მაშინ ერთიანი აზრი არ იყო ჩამოყალიბებული იმის შესახებ, რა უნდა მომხდარი პროლეტარების დიქტატურაზე გამარჯვების შემდეგ. ზოგი ამბობდა, რომ აუცილებელია მსოფლიო რევოლუცია, სხვები თვლიდნენ, რომ სოციალიზმის გამარჯვება ცალკე აღებულ ქვეყანაში უკვე საკმარისი იყო. იოსებმა ისარგებლა პარტიაში უთანხმოებით და ძალაუფლების მოპოვებისას თანდათან გზის გაკვალვა დაიწყო სახელმწიფოზე ტოტალური მმართველობისკენ.
მოგვიანებით მოლოტოვი წერდა: „ XI კრებაზე გაჩნდა ე.წ. ათეულის სია – ცენტრალური კომიტეტის სავარაუდო წევრების, ლენინის მომხრეების გვარებით. სტალინის გვარის გადასწვრივ ლენინს ეწერა: „გენერალური მდივანი“.“
მაგრამ ლენინს უკვე მაშინ ესმოდა, რომ სტალინის ლიდერობა შესაძლოა საფრთხის მომცველი გახდეს პარტიისთვის.