გლდანში დისტრიბუციის მანქანა სილამაზის სალონში შევარდა – არიან დაშავებულები

თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დისტრიბუციის მანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც იქვე არსებულ სილამაზის სალონის შესასვლელს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ერთი დაშავებული სალონში მყოფი პირია, დანარჩენები 3 კი – მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი.

“კვირა“ დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები