ე.წ.სამხრეთ ოსეთის “კგბ” “საქართველოს მოსაზღვრე” სოფლების მოსახლეობას აფრთხილებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი “საქართველოს მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას” ახსენებს, რომ თამბაქოს და ალკოჰოლური ნაწარმის კონტრაბანდისთვის “ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული”.

ე.წ. სუკ-ის პრესსამსახურის ცნობით, “საგუშაგოებზე მესაზღვრეები რეგულარულად აღნიშნავენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რესპუბლიკის მთავრობის მიერ თამბაქოს ნაწარმის სახელმწიფო საზღვარზე გადატანის ნორმების გადამეტებას”.

„აღნიშნული ნორმებია 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 250 გრამი თუთუნი, ჯამურად, ერთი პირისთვის საერთო მასის არაუმეტეს 250 გრამის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები