ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა შესაძლოა, ჩვენება შეცვალოს

7-8 მარტის აქციებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატი მოინახულებს. მისი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, გრიგორიადისმა ჩვენება შეცვალოს.

მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ადანაშაულებენ.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ უკვე გაასაჩივრა აღკვეთი მეორე ინსტანციაში და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაუშვებს თუ არა სარჩელს.

“ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და შემდგომში რა იქნება, მე არ ვიცი. მასალები უკვე წარმოდგენილია, მაგრამ წინ არის მტკიცებულებების მოპოვების ვადა, რომელიც დაახლოებით 1 თვეა. მტკიცებულებებს მოიპოვებს ორივე მხარეს, როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარე”, – აცხადებს ადვოკატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები