„10 წლის განმავლობაში ჩვენ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ” – ზურაბ აზარაშვილი
„10 წლის განმავლობაში ჩვენ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ”, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
„10 წლის წინ ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო სერვისების მისაღებად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. 2013 წლამდე,საყოველთაო პროგრამის მსგავს პროგრამაზე დაახლოებით 70 მილიონი იყო გამოყოფილი. დღეს ეს რიცხვი ათჯერ და თხუთმეტჯერაა გაზრდილი. ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის ბოლოს მოვიდა ადამიანზეა ორიენტირებული და პირველი პრიორიტეტიც ისაა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მანამდე კი, ადამიანებს სამედიცინო სერვისების მისაღებად უწევდათ, რომ გაეყიდათ საცხოვრებელი სახლები. 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ჩვენ დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სერვისების ხარისხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა. “რაც შეეხება გამოწვევებს. მთავარი გამოწვევა ხარისხია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ და მაღალ სტანდარტებსაც ვამკვიდრებთ. 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება.2013 წლამდე კი სტანდარტები უბრალოდ არ არსებობდა”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.