რესტორან “კვამლში” სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი წყალტუბოს გზაზე მდებარე რესტორან “კვამლში” სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთ-ერთი დაღუპული ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ვასილ მებურიშვილია.

რაც შეეხება დაჭრის, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

“კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები