პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ბენზინგასამართი სადგურიდან ფულით სავსე ჩანთა მოიპარა
პოლონეთში 33 წლის, საქართველოს მოქალაქე ბენზინგასამართ სადგურზე დიდი ოდენობით თანხის მოპარვისთვის დააკავეს.
შემთხვევა მაზოვეცკში მოხდა.
სათვალთვალო კამერების დათვალიერებისას პოლიციამ დაადგინა, რომ მამაკაცმა ბენზინგასამართ სადგურზე მდგარი ავტომობილიდან ფულით სავსე ზურგჩანთა მოიპარა.
ჩანთაში სხვადასხვა ვალუტის ფული იდო, რომლის საერთო ოდენობა ნახევარ მილიონ პოლონურ ზლოტს შეადგენს.
ძალოვანებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
Trzymiesięczny areszt zastosował sąd, na wniosek Prokuratury Rejonowej w Piasecznie, wobec 33-letniego obywatela Gruzji. Mężczyzna, wykorzystując nieuwagę właściciela, dokonał kradzieży plecaka, w którym były pieniądze w różnych walutach. pic.twitter.com/4AFH2DfeKB
— Policja Warszawa (@Policja_KSP) March 22, 2023