სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული 63 წლის კაცი კვლავ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაჰყავთ

სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 63 წლის კაცი კვლავ ცუდად გახდა. ის იზოლატორიდან ისევ კლინიკაში გადაჰყავთ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული.

დაკავებული შეუძლოდ სასამართლო პროცესის დაწყებამდე გახდა. მას გულის შეტევისა და ჰიპერტონიის ნიშნები აქვს.

მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო ბრალდებულის გარეშე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, 63 წლის კაცს 15 წლის შშმ გოგონაზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან. შემთხვევა ქარელში მოხდა.
კაცი ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები