ქეთევან ციხელაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას გამოეხმაურა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, შეზღუდვა ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გამოცხადებულ მიზეზს, ე.წ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებებს უკავშირდება.
„ეს უკავშირდება ცხინვალის დე- ფაქტო რეჟიმის მიერ გამოცხადებულ მიზეზს ე.წ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებებს, რაც თავისთავად არის უკვე არალეგიტიმური, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ყოველწლიურად ფაქტობრივად ოკუპაციის პირობებში ხდება ეს, ხელოვნური დამატებითი შეზღუდვის შემოღება ახალგორის მოსახლეობისათვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორის მიმართულებით მოძრაობა აკრძალეს. დე ფაქტო რესპუბლიკა ხვალ, 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ”სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების” დღეს აღნიშნავს. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. 27 აგვისტოს რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღირებას.