გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა (ფოტომასალა)
საქართველის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა.