“სხვადასხვა ინფექციის საფრთხე” – ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ “საქართველოდან ცხოველების უკანონო იმპორტი უნდა შეწყდეს”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის უფროსმა, რომან ჯოპუამ განაცხადა, რომ “რესპუბლიკაში საქართველოდან ცხოველებისა და ფრინველის უკანონო იმპორტი უნდა შეწყდეს”, რადგან, მისი თქმით, ეს ცხოველებში სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკს ზრდის.

„ადამიანი სრულად ვერ აღკვეთს ვირუსული ინფექციების შემოღწევას, მაგრამ, ამავდროულად, რისკები შეიძლება, მინიმუმამდე დაიყვანოს. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? საქართველოდან ცხოველების შემოყვანა უნდა შეწყდეს. იქიდან არალეგალურად შემოგვყავს საქონელი: ცხვარი, თხა და ა.შ. ეს უნდა შეწყდეს. ამ ცხოველებთან ერთად, შეიძლება სერიოზული დაავადებებიც იყოს. საქართველოს მთელს მსოფლიოსთან აქვს კონტაქტები და ცხოველების თუ სხვა ინფექციების იქ მოხვედრა, შეიძლება, ადვილად მოხდეს”, – თქვა მან.

ჯოპუას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დაავადება, რომელიც შეიძლება, “რესპუბლიკაში იყოს შეტანილი” – წვრილფეხა ცხოველთა ჭირია.

ამასთან, რომან ჯოპუამ აღნიშნა, რომ “საქართველოსთან სასაზღვრო ხაზის გაკონტროლებას მხოლოდ ვეტერინარული სამსახური ვერ შეძლებს”.

მისივე თქმით, დღესდღეობით “უწყების თანამშრომლები მხოლოდ ერთ-ერთ საგუშაგოს აკონტროლებენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები