ბატუტზე თამაშის დროს მცირეწლოვანის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში ბატუტზე 9 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა დაადგენს რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი.

პროკურორი კი ამტკიცებს რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შედეგად დასტურდება, რომ ბატუტი მიწის ზედაპირზე მყარად არ იყო დამაგრებული.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ძმები თამაშობდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად 9 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, 3 წლის ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დროისთვივს ის მკურნალობას თურქეთში აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები