„და ამ ჯადოსნურ სამყაროს ბოლო არ უჩანს“ – თვითნასწავლი ხელოვანის მიერ სიყვარულით მოქსოვილი სათამაშოები: „მზესუმზირები“, ჩარლი ჩაპლინი, პატარა უფლისწული…

ბავშვობიდან უყვარდა ხატვა. ფანქარი და ფურცელი ნებისმიერ სათამაშოს ანაცვლებდა174ე სჯარო სკოლაში სწავლობდა. ხელოვნებისადმი სიყვარულის და ცოდნის გაღრმავებაც სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო.
ამბობს, რომ არაჩვეულებრივი შრომის პედაგოგი ჰყავდათ, რომელიც ასწავლიდასხვადასხვა ხელსაქმეს: ჭრას, კერვას, ქარგვას და ქსოვას, შემდეგ სკოლებ   გამოფენებზე  გაქონდათ ნამუშევრები.
სკოლის დამთავრებიშემდეგ გაიარ სასულიერო სემინარიასთან არსებული  ოქრომკერდის და ჯვრული ნაქარგობების შემსწავლელი კურსი, სადაც, ქარგვის ტექნიკის გარდა, სხვადასხვა აქსესუარის დამზადებაც ისწავლებოდა: წიგნის ყდების, სამაჯურების, ქისების და სხვა უამრავი საინტერესო ნივთის.
დაამთავრა  პედაგოგიური ინსტიტუტიც, რამდენიმე წელი  კერძო ბაგა- ბაღში აღმზრდელადაც მუშაობდა.
შემდეგ  დაიბადა  შვილი,  მალევე დაიწყო პანდემიაც. სოციალურ ქსელში  ხელოვანთა საინტერესო ჯგუფებს გაეცნო.  ხელოვანები ფასით უკმაყოფილო მომხმარებლებისთვის თან  კოკო შანელის ცნობილ ფრაზას პოსტავდნენ: „ხელნაკეთი ნივთი ფუფუნებაა, ყველასთვის მათი ფლობა არ არის აუცილებელი. ან უნდა გადაუხადოთ ხელოვანს შრომის საფასური ან თავად შექმენი  ის“.  სწორედ ეს გახდა მთავარი მამოტივირებელი, რომ  თავადაც შეექმნა ის, რაც ძალიან სურდა.
დაიწყ საახალწლო ნაძვების და ნაძვის ხის სათამაშოების კეთება, ხელოვნური თექით. ამზადებდ ცხოველებს, სახლებს და საახალწლო თემატიკაზე სხვადასხვა ნივთს… „ეს პროცესი ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე,  უფრო მაღალ დონეზე შემესწავლა თოჯინების კეთებაჩავრთე პირველი ვიდეოგაკვეთილი და მას  შემდეგ ამ ჯადოსნურ სამყაროს ბოლო არ უჩანს“. – ასმათ პაიჭაძის პერსონა.

– ბავშვობიდან დაწყებული ხატვის და ხელსაქმის ინტერესი 174-ე საჯარო სკოლაში სწავლისას უფრო გაიზარდა… პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევარი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს, ვაფლის პირსახოცებზე გვასწავლიდნენ ქარგვას.  პირველი ნამუშევრები მაინც მიყვარს, რადგან ისინი ერთი დადებული აგური აღმოჩნდა დღევანდელ რეალობამდე.
სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ  სასულიერო სემინარიაში  გაიარეთ  ოქრომკერდის და ჯვრული ნაქარგობების შემსწავლელი კურსი.  ბუნებრივია,  ხელოვნებით თქვენი დაინტერესება კიდევ უფრო სხვა სიმაღლეზე ავიდა…
–  სემინარიაში უფრო აკადემიურ დონეზე ისწავლებოდა ქარგვა, ორნამენტების, ფერების წარმომავლობა, მასალის შერჩევა და ტექნიკური სიზუსტე. ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარი მაინც „ჟამნის” (საეკლესიო წიგნი) ყდის დამზადება იყო, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა.
პედაგოგიურ  ინსტიტუტშივსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი  კერძო ბაგა- ბაღში აღმზრდელად იმუშავეთ…
–  ბაღში მუშაობის პერიოდში, ხელსაქმის შეთავსება რთული აღმოჩნდა, რადგან საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი და სახლშიც  რომ მოვდიოდი, მთელ დროს დღის გაანალიზებას და მომავალი დღის დაგეგმვას ვუნდებოდი, მოკლედ, მუდმივი პროცესი იყო… ქარგვისთვის დრო აღარ  მრჩებოდა.
– პანდემიამ, რომლის დროსაც დაკარგეთ სამსახური, რადიკალურად შეცვალა თქვენი ცხოვრება…  –  პანდემიამდეც ვეღარ ვმუშაობდი, რადგან ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო… პანდემია რომ დაიწყო, იზოლაციას უკვე მიჩვეული ვიყავი და დიდად ვერ ვგრძნობდი ჩაკეტილობის დისკომფორტს. პირიქით, თითქოს ჩემნაირი ადამიანებისთვის გააჩინა ახალი ალტერნატივა, ყველაფერი ონლაინ გადავიდა – სწავლაც, ყიდვაც, გაყიდვაც. სწორედ ამის წყალობით მივაგენი ჩემს დღევანდელ. საქმიანობას.
– როგორ შეიქმნა ვან გოგის თემაზე თოჯინა, ასევე, ჩარლი ჩაპლინი?
– მახსოვს, როგორ მოვიდა ვან გოგის თოჯინის იდეა. როცა სათამაშოების ქსოვა დავიწყე, არ მიფიქრია, რა უნდა მეკეთებინა, ინტერნეტში მზა მასალა იყო.
პრინციპი რომ შევისწავლე, მერე დავიწყე იდეაზე ფიქრი: თან საინტერესო ყოფილიყო და თან განსხვავებული. ზუსტად ამავე პერიოდში ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა ვან გოგის ნახატი – „მზესუმზირები“ და მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა,- მოვქსოვე ნახატის ავტორი. შემდეგ დაიბადა ჩარლის და იმ ადამიანების თოჯინების იდეა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მათ სფეროში (კინო, მუსიკა, მოდა, მხატვრობა).
– ჰობი…
 – ჩემი ჰობიც ჩემი დღევანდელი საქმიანობაა.
–  როგორ უთავსებთ ოჯახის საქმეს და თქვენს ხელსაქმეს ერთმანეთთან?
– მყავს 4 წლის შვილი. ვცხოვრობთ მარტო. ბავშვთან ერთად რთულია ნებისმიერი საქმიანობა,  მაგრამ ქსოვა – ყველაზე მოსახერხებელი. ხანდახან, როცა ინტერესდება, მასაც ვრთავ ხელსაქმეში. ვასწავლე მშრალად მოთექვის ტექნიკა და მშვენივრად გამოუვიდა. მისი პირველი ნამუშევარი გული იყო და ის ჩვენს უსაყვარლეს მეგობარს აჩუქა.  ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო საკუთარი თავით.
– გყავთ თქვენი ხელოვნების თაყვანისმცემლები… გაქვთ თქვენი გვერდი:  Anny’s toys – ენის სათამაშოები
– ბავშვებს ძალიან მოსწონთ საყვარელი წიგნის თუ მულტფილმის გმირის გაცოცხლებული ვერსია თოჯინების სახით და ალბათ ამას გამოვყოფდი. უფრო ხშირად ამას ვქსოვ.
– პატარა უფლისწული… როგორ იქმნებოდა?
– პატარა უფლისწული… გავიმეორებ დე სენტ ეგზიუპერის სიტყვებს: ეს თოჯინა მივუძღვენი ბავშვს, რომელიც  სრულასაკოვან ადამიანად იქცა. „ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს)“. ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?  სამომავლო გეგმები?
– ამჟამად ვმუშაობ ახალ პერსონაჟზე  და წინ კიდევ უამრავი საინტერესო სახე გელოდებათ, რომელსაც დროდადრო გაგაცნობთ ჩემს გვერდზე.

                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები