ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი 15:00 საათზე დაიწყება და დაზარალებულების დაკითხვა გაგრძელდება.
რაც შეეხება ბადრი ესებუას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას, ადვოკატის ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრება.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუა 2-წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს პოლიციამ ჯიხაშკარში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.